აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“დიდ ბრიტანეთში ამომრჩეველთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ჯეფრი ეპშტეინთან ყოფილი ელჩის კავშირების გამო, კირ სტარმერი თანამდებობიდან უნდა გადადგეს” – პოლიტიკო

კვლევის მიხედვით, დიდი ბრიტანეთის ამომრჩეველთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ აშშ-ში ბრიტნეთის ყოფილი ელჩის, პიტერ მანდელსონის ჯეფრი ეპშტეინთან კავშირების გამო კირ სტარმერი თანამდებობიდან უნდა გადადგეს. ინფორმაციას ამის შესახებ „პოლიტიკო“ ავრცელებს.

გამოკითხვის თანახმად, ბრიტანელების 52%-მა განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრი უნდა გადადგეს, ხოლო 19%-მა პროცენტმა აღნიშნა, რომ სტარმერი თანამდებობაზე უნდა დარჩეს, თუმცა მისი მრჩევლები უნდა წავიდნენ.

ამასთან, სტარმერის გადადგომის მომხრეთა 47%-მა აღნიშნა, რომ მანდელსონის სკანდალის მიღმა არსებობს სხვა მიზეზებიც, რის გამოც მთავრობის ხელმძღვანელობა უნდა შეიცვალოს.

გამოკითხვა 6-9 თებერვალს, ონლაინ, ლონდონში დაფუძნებული დამოუკიდებელი საზოგადოებრივი აზრის კვლევის კომპანიის, Public First-ის მიერ ჩატარდა. გამოკითხვაში 2042-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. შეცდომის საერთო ზღვარი 2 პროცენტული პუნქტია.

ცნობისთვის, ჯეფრი ეპშტეინთან კავშირების დადასტურების გამო დიდმა ბრიტანეთმა აშშ-ში გაერთიანებული სამეფოს ელჩი პიტერ მანდელსონი თანამდებობიდან გაათავისუფლა. მანდელსონმა დატოვა პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის ლეიბორისტული პარტიაც. ამასთან, ბრიტანეთის პოლიციამ ჯეფრი ეპშტეინთან კავშირების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ პიტერ მანდელსონის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.

კირ სტარმერმა განაცხადა, რომ თანამდებობის დატოვებას არ აპირებს

იტვირთბა....