ხარკოვის ოლქის ქალაქ ბოგოდუხოვზე რუსეთის მიერ დრონებით განხორციელებულ იერიშს სამი ბავშვის და ერთი მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, მაშველებმა ნანგრევებიდან ორი ჩვილი ბიჭის და ორი წლის გოგონას ცხედრები ამოიყვანეს. მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა 34 წლის მამაკაციც, რომელიც სახლში ბავშვებთან ერთად იმყოფებოდა.
თავდასხმის შედეგად დაშავებულია 2 ქალი, მათ შორის ერთ-ერთი 35 წლის ორსულია.

