ყველა ადმინისტრაცია დროულად არ წყვეტს პრობლემებს და აქედან დასკვნების გამოტანაა საჭირო, არსებობს კითხვები კრივოი როგთან დაკავშირებით – აღნიშნულის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ყველა ადმინისტრაცია დროულად არ წყვეტს პრობლემებს და აქედან დასკვნების გამოტანაა საჭირო.
“ადგილობრივი ხელისუფლების რეაგირება ელექტროენერგიის გახანგრძლივებულ გათიშვასა და მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ხშირად დაგვიანებულია“ – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, ამ რეგიონში საჰაერო ძალებმა ასევე გაცილებით სწრაფად უნდა იმოქმედონ, რათა დრონებისგან დაცვის შესაძლებლობა გაზარდონ.

