საქართველოში ფულადი გადმორიცხვების ძირითად წყაროს კვლავ ევროკავშირის ქვეყნები და აშშ წარმოადგენენ – ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.
“დეკემბერში ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს, 45.2%-ს ევროკავშირის ქვეყნები, 18.9%-ს აშშ და 12.9%-ს რუსეთი წარმოადგენდა. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის (17.4%), გერმანიის (8.9%) და საბერძნეთის (8.2%) მაღალი წილი. აღსანიშნავია, რომ 2025 წლის ჯამური მონაცემით ფულადი გზავნილები, 8.5%-იანი ზრდის შედეგად, 3.6 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა. ზრდაში წამყვანი წვლილი კი ევროკავშირის ქვეყნებმა შეიტანა. კერძოდ, ევროკავშირიდან ფულადი გზავნილები წლიურად 13.4%-ით გაიზარდა“, – აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშში.
სებ-ის ცნობით, ზრდაში წამყვანი კონტრიბუცია ევროკავშირიდან მიღებულმა ფულადმა გზავნილებმა შეიტანა წლიური 18.6%-იანი ზრდით. 15.2%-ით ზრდას განაგრძობდა აშშ-დან მიღებული გზავნილები. რუსეთის დადებითი კონტრიბუცია კი დეკემბერში 4.3 პროცენტს გაუტოლდა.

