უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების ახალი რაუნდის თარიღი ჯერჯერობით დადგენილი არ არის – აღნიშნულის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე განაცხადა.
“კონკრეტული თარიღი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ჩვენ ველით, რომ ეს მალე მოხდება“ – განაცხადა პესკოვმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის, უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის სამმხრივი შეხვედრების პირველი რაუნდი 23-24 იანვარს არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში გაიმართა.

