აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

“რუსეთი მუშაობს ევრაზიაში თანაბარი, განუყოფელი უსაფრთხოებისა და ფართო პრაქტიკული თანამშრომლობის არქიტექტურის შესაქმნელად” – სერგეი ლავროვი

რუსეთი მუშაობს ევრაზიაში თანაბარი, განუყოფელი უსაფრთხოებისა და ფართო პრაქტიკული თანამშრომლობის არქიტექტურის შესაქმნელად, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

ლავროვის თქმით, მოსკოვი დაინტერესებულია ურთიერთგაგების, ნდობისა და კეთილმეზობლობის პრინციპებზე დაფუძნებული პატიოსანი საერთაშორისო თანამშრომლობის დამყარებით.

„ამ მხრივ, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ორმხრივი შეთანხმებების დადებასა და განხორციელებას. ეს მოიცავს ჩვენს შეთანხმებებს უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ბელარუსთან და ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობას ჩრდილოეთ კორეასთან და ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან“, – აღნიშნა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ლავროვის განცხადებით, ასეთ სისტემას შეუძლია ახალი ომების დაწყების ნებისმიერი მცდელობის თავიდან აცილება.

იტვირთბა....