“ეს საქმე რაზეა იცით, რომ ჩვენ გავაჩეროთ ეს ბრძოლა, რომ ჩვენ უარი ვთქვათ სამართლიანობისთვის ბრძოლაზე, რომ ჩვენ უარი ვთქვათ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციაზე, რომ ჩვენ გავჩუმდეთ და ვთქვა, რომ საქართველოში აღარ იყოს დემოკრატია, შევეგუოთ ამას. ჩემი სახელი და გვარი, ცარიელი ფურცელი და 15 წელი არის ამ საქმეში, მეტი არაფერი არ არის ჩადებული…” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ
საქალაქო სასამართლოში ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სხდომას მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია, გიორგი ვაშაძე, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და ბადრი ჯაფარიძე ერთად ესწრებიან – სხდომათა დარბაზში არ იმყოფებიან ელენე ხოშტარია, მამუკა ხაზარაძე და ნიკა მელია.
საქმესთან დაკავშირებით 1 000 000-ლარიანი გირაო აქვთ შეფარდებული ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეს, 30 000-ლარიანი გირაო კი ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს და გიორგი ვაშაძეს.

