აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ჩვენ ვიბრძვით სამართლიანობისთვის, გვჯერა, რომ საქართველოს ადგილი არის ევროკავშირში” – გიორგი ვაშაძე

ჩვენ ვიბრძვით სამართლიანობისთვის, გვჯერა, რომ საქართველოს ადგილი არის ევროკავშირში, გვინდა დემოკრატია ამ ქვეყანაში, გვინდა ნორმალური განვითარება, გვინდა, რომ განვითარებულ ქვეყნებს შორის ვიყოთ, ეს საქმე რაზეა, იცით? გავაჩეროთ ეს ბრძოლა, ჩვენ უარი ვთქვათ სამართლიანობისთვის ბრძოლაზე, უარი ვთქვათ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციაზე, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქმეზე, რომლის პროცესიც დღეს უნდა გაიმართოს, მოწმეც არ არსებობს.

„ცარიელი ფურცელი და 15 წელია, ამ საქმეში, მეტი არაფერია. შეგიძლიათ, პროკურორსაც დავუსვათ ჩემზე კითხვა, რა დევს საქმეში, კონკრეტულად დაასახელოს ორი მტკიცებულება, რაც დევს საქმეში. ამბობენ, რომ მოსმენები, ჩანაწერები, აუდიო, ერთი მაინც მოიტანოს ჩემი ან მოსმენა ან აუდიო ჩანაწერი, ან რამე, არც შეხვედრები დევს, არაფერი არ დევს. 15-წლიან საქმეზე მოწმეც არ არსებობს, უბრალოდ არის ცარიელი ფურცელი და გვეუბნებიან, რომ შეწყვიტეთ ბრძოლა სამართლიანობისთვის, შეწყვეტიეთ ბრძოლა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, უარი თქვით საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაზე, უარი თქვით, რომ ამ ქვეყანაში ყველას აქვს თანაბარი ცხოვრების უფლება. ჩვენ ხომ ამის გჯერა, ამის გვწამს და ამიტომ ვართ პოლიტიკაში, ეს არის მთელი შინაარსი, სხვა არაფერი. დანარჩენი ვნახოთ“, – განაცხადა ვაშაძემ.

იტვირთბა....