ვატიკანმა 9 თებერვალს განაცხადა, რომ პაპმა ლეო მეთოთხმეტემ უკრაინას 80 ელექტრო გენერატორი და ათასობით ათასობით სამედიცინო საშუალების მარაგი გაუგზავნა, რათა მოსახლეობას ზამთრის ყინვასთან და მუდმივ თავდასხმებთან გამკლავებაში დაეხმაროს.
გამოცემა Kyiv Independent-ის ინფორმაციით, გენერატორებითა და სამედიცინო მარაგებით დატვირთული სამი სატვირთო მანქანა უკრაინისკენ რომის წმინდა სოფიას ბაზილიკიდან გაემგზავრა და უკვე ჩავიდნენ ფასტივსა და კიევში.
გენერატორებთან ერთად უკრაინისთვის მიწოდებული სამედიცინო მარაგები მოიცავს ანტიბიოტიკებს, ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს, დანამატებსა და მელატონინს, რაზეც, ვატიკანის მაღალჩინოსნების თქმით, უკრაინაში მაღალი მოთხოვნაა.

