აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

“მშვიდობიანი შეთანხმების მისაღწევად რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები სჭირდება” – გრუშკო

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრ გრუშკომ განაცხადა, რომ უკრაინაში მშვიდობიანი შეთანხმების მისაღწევად, რუსეთისთვის უსაფრთხოების გარანტიებს “გადამწყვეტი მნიშვნელობა” ექნებათ.

“ჩვენ ვაღიარებთ, რომ უკრაინაში მშვიდობიანი მოგვარება უნდა ითვალისწინებდეს უკრაინის უსაფრთხოების ინტერესებს, თუმცა გადამწყვეტი მნიშვნელობა, რა თქმა უნდა, რუსეთის უსაფრთხოების ინტერესებს აქვს. თუ გადახედავთ და ყურადღებით შეისწავლით ევროკავშირის ლიდერების ყველა განცხადებას, იქ არავინ საუბრობს რუსეთის უსაფრთხოების გარანტიებზე, ხოლო ეს არის შეთანხმების მიღწევის საკვანძო ელემენტი. მის გარეშე ყველანაირი სამშვიდობო შეთანხმება შეუძლებელია,” – თქვა მან.

გრუშკოს თქმით, რომ გარანტიები უნდა მოიცავდეს უკრაინის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივის გამორიცხვასა და მის ტერიტორიაზე უცხოელი ჯარების განთავსებაზე უარის თქმას.

იტვირთბა....