გასულ ღამით რუსეთმა ოდესის რეგიონში მდებარე ენერგეტიკულ ობიექტზე იერიში მიიტანა, მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
როგორც ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ კიპერი აცხადებს, თავდასხმის შედეგად ენერგეტიკულ ობიექტზე ხანძარი გაჩნდა.
„გუშინ ღამით მტერმა კიდევ ერთი ცინიკური დარტყმა განახორციელა ოდესის რეგიონის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე. რეგიონის სამხრეთით ენერგოობიექტის დაზიანება დაფიქსირდა და ხანძარი გაჩნდა. დაზიანდა ადმინისტრაციული შენობაც“, – განაცხადა კიპერმა.
საერთო ჯამში, ღამის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 125 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა, უკრაინის თავდაცვის სისტემამ 110 დრონის ჩამოგდება მოახერხა.

