აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

მარკო რუბიო მიუნხენის კონფერენციის შემდეგ, 15-16 თებერვალს სლოვაკეთსა და უნგრეთში გაემგზავრება

მარკო რუბიო მიუნხენის კონფერენციის შემდეგ სლოვაკეთსა და უნგრეთში გაემგზავრება. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი 13-15 თებერვალს გერმანიაში, მიუნხენის 62-ე უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად ჩავა, ხოლო 15-16 თებერვალს სლოვაკეთისა და უნგრეთის დედაქალაქებს ეწვევა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბრატისლავაში სახელმწიფო მდივანი სლოვაკეთის მთავრობის ძირითად წევრებს შეხვდება, რათა ხელი შეუწყოს რეგიონული უსაფრთხოების საერთო ინტერესებს, გააძლიეროს ორმხრივი თანამშრომლობა ბირთვული ენერგიისა და ენერგიის დივერსიფიკაციის საკითხებში და მხარი დაუჭიროს სლოვაკეთის სამხედრო მოდერნიზაციასა და ნატო-ს წინაშე აღებულ ვალდებულებებს.

ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ ბუდაპეშტში ვიზიტის დროს მარკო რუბიო უნგრეთის მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდება, რათა გაამყაროს საერთო ორმხრივი და რეგიონული ინტერესები, მათ შორის აშშ-სა და უნგრეთის ერთგულება გლობალური კონფლიქტების მოსაგვარებლად სამშვიდობო პროცესებისა და აშშ-უნგრეთის ენერგეტიკული პარტნიორობის მიმართ.

იტვირთბა....