აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

კირ სტარმერმა პარლამენტარებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ თანამდებობის დატოვებას არ აპირებს

ლეიბორისტული პარტიის შეხვედრაზე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თანამდებობიდან არ გადადგება და ქაოსს არ გამოიწვევს, – ამის შესახებ „სქაი ნიუსი“ წერს.

„მას შემდეგ, რაც ამდენი ვიბრძოლე ჩვენი ქვეყნის შეცვლის შანსისთვის, მე არ ვარ მზად, უარი ვთქვა ჩემს მანდატზე და ჩემს პასუხისმგებლობაზე ჩემი ქვეყნის წინაშე, ან ჩავძირო ქაოსში, როგორც სხვებმა გააკეთეს. მე მოვიგე ყველა ბრძოლა, რომელშიც კი ოდესმე ვყოფილვარ. მე ვიბრძოდი ლეიბორისტული პარტიის შესაცვლელად, რათა არჩევნებში კვლავ მოგვეგო. ხალხმა მითხრა, რომ ამის გაკეთება არ შემეძლო. შემდეგ კი თანდათან მეუბნებოდნენ, რომ შესაძლოა, უბრალოდ ზღვარი გადამელახა. ჩვენ დიდი უპირატესობით მოვიგეთ. ყველა ბრძოლა, რომელშიც ვყოფილვარ, მოვიგე“, – განაცხადა სტარმერმა.

ამასთან, სტარმერმა აღნიშნა, რომ მანდელსონის დანიშვნის შესახებ მისი გადაწყვეტილება არასწორი იყო და მან სრული პასუხისმგებლობა აიღო ამაზე.

ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ადმინისტრაციის უფროსმა, მორგან მასკვინიმ თანამდებობა დატოვა. მან პასუხისმგებლობა აიღო კირ სტარმერისთვის ჯეფრი ეპშტეინთან კავშირის მქონე პიტერ მანდელსონის აშშ-ში ელჩად დანიშვნის შეთავაზებაზე.

ცნობისთვის, მანდელსონი აშშ-ში დიდი ბრიტანეთის ელჩის თანამდებობას იკავებდა. კირ სტარმერმა ელჩის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზად ის ფაქტი დაასახელა, რომ გამოქვეყნებული ინფორმაცია ეპშტეინსა და მენდელსონს შორის ღრმა კავშირს აჩვენებდა და განსხვავდებოდა იმ ინფორმაციისგან, რაც დიდი ბრიტანეთის პრემიერმა მის შესახებ იცოდა.

იტვირთბა....