აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

” მე აპრილში ჩინეთში მივდივარ, სი ძინპინი კი წლის ბოლოსკენ აშშ-ში ჩამოვა – მნიშვნელოვანია, რომ მე მასთან კარგი ურთიერთობა მქონდეს და მას ჩემთან კარგი ურთიერთობა ჰქონდეს” – დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, აპრილში ჩინეთში ჩასვლას გეგმავს, წლის ბოლოს კი თეთრ სახლში ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს უმასპინძლებს.

„მე იქ აპრილში მივდივარ, ის კი წლის ბოლოსკენ ჩამოვა. ის თეთრ სახლში მოდის, დიახ, წლის ბოლოსკენ“, – აღნიშნა ტრამპმა NBC News-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, მასსა და ჩინეთის პრეზიდენტს შორის კარგი ურთიერთობა მნიშვნელოვანია.

„ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. მოგეხსენებათ, მნიშვნელოვანია, რომ მე კარგი ურთიერთობა მქონდეს და მისთვისაც, რომ მას ჩემთან კარგი ურთიერთობა ჰქონდეს. ჩვენ კარგი ურთიერთობა უნდა გვქონდეს – ეს ორი ყველაზე ძლიერი ქვეყანაა მსოფლიოში და ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს“, – აღნიშნა ტრამპმა.

იტვირთბა....