კონსულტაციები ირაკლი კობახიძესთან დაიწყო – მთავრობის ადმინისტრაციაში ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლები და რექტორი მივიდნენ.
შეხვედრას კობახიძის გარდა ესწრება გივი მიქანაძეც.
შეხვედრაზე განხილული იქნება საქართველოს ტექნიკური და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი.
გურგენიძის განცხადებით, კობახიძეს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებას გააცნობენ, უნივერსიტეტების გაერთიანებასთან დაკავშირებით.
მივდივართ პრემიერ-მინისტრთან, რომელთან იქნება დიალოგი. წარვუდგენთ, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებას. ასევე, საინჟინრო დარგების კლასიფიკაციას“, – განაცხადა დავით გურგენიძემ.

