აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

უკრაინა ევროპის მასშტაბით იარაღის საექსპორტო 10 ცენტრის გეხსნას გეგმავს

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა ევროპის მასშტაბით, მათ შორის სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში იარაღის საექსპორტო 10 ცენტრის გახსნას გეგმავს.

Kyiv Post-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინა გეგმავს ჭარბი სამხედრო აღჭურვილობის ექსპორტს და მიღებული თანხით საკუთარი ძალებისთვის საჭირო იარაღის შეძენას.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დრონების წარმოებას გერმანიაშიც დაიწყებენ, ამავდროულად, საწარმოო ხაზი დიდ ბრიტანეთში უკვე ფუნქციონირებს.

“დღეს ჩვენ ვხსნით ექსპორტს. არაუგვიანეს 2026 წლიდან ევროპის მასშტაბით, ბალტიისპირეთის და სკანდინავიის ქვეყნებში საექსპორტო ათი ცენტრი დაიწყებს ფუნქციონირებას. ასევე, 2026 წლიდან ათი წარმომადგენლობა იქნება აქტიური. თებერვლის შუა რიცხვებისთვის უკვე ვიხილავთ ჩვენი დრონების გერმანიაში წარმოებას”, – დაწერა მან სოციალურ ქსელში.

იტვირთბა....