აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

არასოდეს ყოფილა მაღალი რანგის ვიზიტი აშშ-დან რეგიონში საქართველოს გარეშე – თინა ხიდაშელი

თავდაცვის ექს მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, არასდროს ყოფილა მაღალი რანგის ვიზიტი აშშ-დან რეგიონში საქართველოს გარეშე და უფრო მეტიც, ვიზიტების 90 პროცენტი მხოლოდ საქართველოში ხორციელდებოდა.

ხიდაშელის თქმით, დღეს განსხვავებულ რეალობაში ვართ და სამხრეთ კავკასიასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესში საქართველოსთან დაკავშირებით კომენტარიც კი არ გაკეთებულა.

ალბათ სწორია, ასე ვთქვა,რომ არასოდეს არ ყოფილა მაღალი რანგის ვიზიტი ამერიკის შეერთებული შტატებიდან რეგიონში საქართველოს გარეშე და ვიზიტების 90 პროცენტი მხოლოდ საქართველოში ხორციელდებოდა. დღეს ვართ განსხვავებული რეალობაში, ჩვენ ვნახეთ რამდენიმე თვის განმავლობაში სამხრეთ კავკასიასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესი ვაშინგტონში, თეთრ სახლში, ოვალურ ოფისში საქართველო არცერთი ამ პროცესის მონაწილე მხარე არ ყოფილა. საქართველოსთან დაკავშირებით კომენტარიც კი არ გაკეთებულა, არა თუ ის, რომ ვინმესთან შეხვედრის ინიცირება ყოფილიყო. ეს ძალიან სამწუხაროა, და მე ბოლომდე იმედი მქონდა, რომ ეს ადამიანები, თავის თავს ხელისუფლებას რომ ეძახიან, ყველა მცდელობას განახორციელებდნენ იმისთვის, რომ რაიმე ფორმით საქართველო მონაწილე ყოფილიყო ამ ვიცე პრეზიდენტის სამხრეთ კავკასიური ტურნესი, მაგრამ ნუ როგორც ჩანს, ამის ნაცვლად ჩვენ მივიღეთ ბოლო დღეების განმავლობაში პრეზიდენტის უკიდურესი ლანძღვის კომპანია,- განაცხადა თინა ხიდაშელმა.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი სამხრეთ კავკასიის ტურნეს იწყებს. 17 წლის განმავლობაში, ვაშინგტონის უმაღლესი რანგის ოფიციალური პირი რეგიონს პირველად ეწვევა.

უკვე ცნობილია, რომ კავკასიურ მარშრუტში საქართველოში ვიზიტი არ მოხვდა.

იტვირთბა....