დაპირისპირებაა ამ წუთებში ქუთაისში კლინიკა “უნიქალ მედში”, სადაც ერთ ერთმა ექიმმა მრავლობითი დაზიანებები დანით მიიყენა მიიყენა – ქალს გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.
სამედიცინო დაწესებულებაში ახლა საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
ადგილზე ჰყვებიან, რომ ცივი იარაღით მრავლობითი დაზიანების მიყენებას წინ, სავარაუდოდ კლინიკის დირექტორთან კახა ნურალიძესთან კონფლიქტი უძღოდა.
მედპერსონალის ნაწილი დირექტორს ფსიქოლოგიურ ზეწოლაში ღიად ადანაშაულებს. მათივე თქმით, შევიწროების ფაქტების შესახებ შესაბამის უწყებებს არაერთხელ მიმართეს, თუმცა რეაგირება არ მომხდარა.

