აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

ჯეი დი ვენსი დღეს სომხეთს ეწვევა და ნიკოლ ფაშინიანს შეხვდება

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, მეუღლესთან ერთად, 9-10 თებერვალს ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვევა, – ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

სომხეთის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი დღეს საღამოს სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდება, რის შემდეგაც ისინი განცხადებებს გააკეთებენ.

სომხეთიდან ჯეი დი ვენსი აზერბაიჯანში გაემგზავრება. ქვეყანაში მისი ვიზიტი 10-11 თებერვალს არის დაგეგმილი.

იტვირთბა....