აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

ირაკლი კობახიძე Aqualia-სა და GWP-ის წარმომადგენლებს შეხვდა

ირაკლი კობახიძე Aqualia-სა და GWP-ის წარმომადგენლებს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, განიხილეს წყლის რესურსების სტრატეგიული მართვის და სახელმწიფოს მიერ ბუნებრივი რესურსის ეფექტურად გამოყენების საკითხები.

ხაზგასმით აღინიშნა 24 -საათიანი წყალმომარაგების უზრუნველყოფის აუცილებლობა და ამ მიზნის მისაღწევად არსებული გამოწვევების დაძლევის საჭიროება.

განიხილეს ინფრასტრუქტურის ფუნდამენტური განახლების მნიშვნელობა, მათ შორის, მოძველებული წყალმომარაგების სისტემის შეცვლის, ახალი გამწმენდი ნაგებობების მშენებლობისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის საკითხები.

პრემიერ-მინისტრმა Aqualia-ს წარმომადგენლებს განხორციელებული ინვესტიციისთვის მადლობა გადაუხადა და სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა აღუთქვა”- წერია განცხადებაში.

იტვირთბა....