აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი სამხრეთ კავკასიის ტურნეს იწყებს. 17 წლის განმავლობაში, ვაშინგტონის უმაღლესი რანგის ოფიციალური პირი რეგიონს პირველად ეწვევა.
უკვე ცნობილია, რომ კავკასიურ მარშრუტში საქართველოში ვიზიტი არ მოხვდა.
ვენსის ტურნე ვაშინგტონის მიერ 2025 წლის აგვისტოში ნიკოლ ფაშინიანსა და ილჰამ ალიევს შორის მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების გაგრძელებაა.
ჯეი დი ვენსის მიზანიაა, ორი დაზავებული სახელმწიფო ლიდერს ტრამპის მარშრუტის მნიშვნელობაზე ესაუბროს. საქმე ეხება 43 კილომეტრის სიგრძის გზებისა და რკინიგზის მომცველ დერეფანს სომხეთზე, რომელიც აზერბაიჯანს თავის ანკლავთან, ნახიჩევანთან დააკავშირებს და ამავდროულად, რუსეთის და ირანის გვერდის ავლით შექმნის აღმოსავლეთ-დასავლეთის ახალ სავაჭრო არხს. ასეთი მნიშვნელოვანი საკითხი პარტნიორებს შორის საქართველოს გარეშე გადაწყდება. როგორც ცნობილია, დი ვენსს არც შეხვედრები აქვს დაგეგმილი ოცნების ლიდერებთან და არც შეხვედრებზე დაუპატიჟებიათ ვინმე.
2026 წლის იანვარში დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ვიცე-პრეზიდენტი სამხრეთ კავკასიაში თებერვლის თვეში გაემგზავრებოდა.
ამასთან, 2026 წლის 21 იანვარს აზერბაიჯანი და სომხეთი – ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი დონალდ ტრამპის “მშვიდობის საბჭოში” გაწევრიანების მოთხოვნას დათანხმდნენ.

