რუსებმა ოდესაზე დრონებით თავდასხმა განახორციელეს, რამაც ხანძარი გამოიწვია და საცხოვრებელი ინფრასტრუქტურა დააზიანა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მანამდე, მედიამ და საზოგადოებრივი ჯგუფები გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ოდესაში აფეთქებების ხმები ისმოდა და საჰაერო თავდაცვა მუშაობდა.
თავდასხმის შედეგად მრავალსართულიანი კორპუსი და გაზსადენი დაზიანდა, ასევე დაფიქსირდა ხანძარი ავტომობილებსა და არასაცხოვრებელ შენობაში.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

