იაპონიის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ-მინისტრ სანაე ტაკაიჩის ლიბერალურ-დემოკრატიულმა პარტიამ გაიმარჯვა.
ტაკაიჩის პარტიამ 465 წევრიან ქვედა პალატაში 352 ადგილის მოპოვება შეძლო, რითიც ლიბერალურ-დემოკრატიულმა პარტიამ უმრავლესობა მოიპოვა.
იაპონელებს რამდენიმე მთავარი საკითხი აწუხებდათ არჩევნების წინ, ეს იყო გაზრდილი საცხოვრებელი ხარჯები და ეროვნული უსაფრთხოება. როგორც „ბიბისი“ წერს, მოქალაქეებს იმედი აქვთ, რომ, ტაკაიჩის ლიდერობით, ლიბერალ-დემოკრატიული პარტია შეძლებს მათი ამ პრობლემების გადაჭრას.
ტაკაიჩი იაპონიის პირველი ქალი ლიდერია. მან პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 2025 წლის 21 ოქტომბერს დაიკავა.

