აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა ციტატა

დონალდ ტრამპი იაპონიის პრემიერ-მინისტრს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იაპონიის პრემიერ-მინისტრს, სანაე ტაკაიჩის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

ამის შესახებ დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„ის უაღრესად პატივცემული და ძალიან პოპულარული ლიდერია. სანაეს თამამმა და ბრძნულმა გადაწყვეტილებამ არჩევნების დანიშვნის შესახებ დიდი შედეგი გამოიღო“, – წერს ტრამპი.

მისი თქმით, პატივი იყო ტაკაიჩისა და მისი კოალიციის მხარდაჭერა, „ხოლო ხალხს, რომელმაც ასეთი ენთუზიაზმით მისცა ხმა“, ყოველთვის ექნება ტრამპის მტკიცე მხარდაჭერა.

იაპონიის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ-მინისტრ სანაე ტაკაიჩის ლიბერალურ-დემოკრატიულმა პარტიამ გაიმარჯვა. ტაკაიჩის პარტიამ 465 წევრიან ქვედა პალატაში 352 ადგილის მოპოვება შეძლო, რითიც ლიბერალურ-დემოკრატიულმა პარტიამ უმრავლესობა მოიპოვა.

იტვირთბა....