აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა ციტატა

„სიენენი“ – ეგზიტპოლის მიხედვით, იაპონიის საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ-მინისტრის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია ლიდერობს

ეგზიტპოლის მიხედვით, იაპონიის საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ-მინისტრ სანაე ტაკაიჩის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია (LDP) ლიდერობს.

როგორც „სიენენი“ ეგზიტპოლის შედეგებზე დაყრდნობით წერს, ვადამდელ არჩევნებში ტაკაიჩის პარტიამ, შესაძლოა, ქვედა პალატაში 300-ზე მეტი ადგილი მოიპოვოს. უმრავლესობისთვის საჭირო 233 ადგილია.

შედეგების მიხედვით, მმართველმა პარტიამ და მისმა პარტნიორმა, იაპონიის ინოვაციების პარტიამ, შესაძლოა, 465 ადგილიდან მისი ორი მესამედი დაიკავონ.

ცნობისთვის, იაპონიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე სანაე ტაკაიჩი 2025 წლის 21 ოქტომბერს აირჩიეს.როგორც მედია წერს, ლიბერალურ-დემოკრატიულ პარტიას მანამდე, ტაკაიჩის წინამორბედების დროს დაკარგული ჰქონდა საპარლამენტო უმრავლესობა კორუფციული სკანდალებისა და ხარჯების ზრდის გამო.

იტვირთბა....