აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

იტალიაში აცხადებენ, რომ ზამთრის ოლიმპიური თამაშების დაწყებისას სარკინიგზო ხაზების დაზიანების შემთხვევებმა რეგიონში მძიმე სატრანსპორტო ქაოსი გამოიწვია

იტალიაში აცხადებენ, რომ ზამთრის ოლიმპიური თამაშების დაწყებისას რკინიგზის ქსელზე თავდასხმებმა რეგიონში მძიმე სატრანსპორტო ქაოსი გამოიწვია. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

პოლიციამ გამოავლინა რკინიგზის ხაზების დაზიანების სამი ცალკეული შემთხვევა, რომლებიც, მათი აზრით, დაკავშირებულია ოლიმპიურ თამაშებთან.

ბოლონიასა და ვენეციას შორის სარკინიგზო ინფრასტრუქტურაზე ხანძარი გაჩნდა, რამაც ორ-ნახევარი საათით შეფერხება გამოიწვია, ხოლო პოლიციამ მოგვიანებით მიმდებარე ადგილებში გაწყვეტილი კაბელები და ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინა.

სატრანსპორტო სამინისტრომ ინციდენტები „დივერსიის სერიოზულ აქტად“ შეაფასა და პარალელი გაავლო 2024 წლის პარიზის ოლიმპიადის დროს განხორციელებულ ვანდალიზმთან.

„მოქმედებასა და დროში მსგავსებაა საფრანგეთის ინციდენტთან“, – განაცხადა იტალიის ვიცე-პრემიერმა და ტრანსპორტის მინისტრმა, მატეო სალვინიმ.

იტვირთბა....