ბერლინში ირანელი ხალხის მხარდამჭერი დემონსტრაცია გაიმართა. ამის შესახებ გერმანული გამოცემა „შპიგელი” წერს.
პოლიციის ცნობით, ბერლინში დაახლოებით 10 000 ადამიანი თეირანის ავტორიტარული მთავრობის გასაპროტესტებლად და რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი ირანელი ხალხისადმი სოლიდარობის გამოსახატავად შეიკრიბა.
აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ ირანის დროშები და ბანერები წარწერით: „თავისუფალი ირანი“.
პოლიციამ განაცხადა, რომ დემონსტრაცია მშვიდობიანი იყო და აქციაზე დაახლოებით 380 სამართალდამცავი იყო მობილიზებული.
დემონსტრაციას მხარი დაუჭირა დაახლოებით 340-მა საერთაშორისო ორგანიზაციამ და პოლიტიკურმა პირმა.

