აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ძლიერი შტორმის შედეგად ესპანეთში 11 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, პორტუგალიაში ერთი ადამიანი დაიღუპა

შტორმის გაძლიერების გამო ესპანეთში 11 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, პორტუგალიაში კი ერთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „სქაი ნიუსი” წერს.

ესპანეთის სამხრეთით, ანდალუსიის რეგიონში 11 000-ზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა, დაეტოვებინა საკუთარი სახლები, ხოლო ესპანეთის მასშტაბით თითქმის 170 გზატკეცილი დაიკეტა, პორტუგალიაში რკინიგზის მიმოსვლა შეფერხდა.

ესპანელი ფერმერების თქმით, კოკისპირულმა წვიმებმა და ძლიერმა ქარმა მინდვრები დატბორა და მათ მოსავალს მილიონობით ევროს ღირებულების ზარალი მიაყენა.

პორტუგალიის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ განაცხადა, რომ, წინასწარი შეფასებით, სოფლის მეურნეობისა და სატყეო სექტორებში ზარალი დაახლოებით 750 მილიონ ევროს შეადგენს. მათი თქმით, მოსალოდნელია, რომ შტორმი მომდევნო დღეებში გაძლიერდება.

იტვირთბა....