სლოვაკეთის პრეზიდენტმა, პიტერ პელეგრინიმ „მიგ 29“-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების უკრაინისთვის გადაცემას შეცდომა უწოდა.
პელეგრინიმ განაცხადა, რომ წინა მთავრობის გადაწყვეტილება უკრაინისთვის „მიგ 29“-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების გადაცემის შესახებ შეცდომა იყო, თუმცა აღნიშნა, რომ პოლიტიკურ დავაში არ ჩაერთვება.
„შეცდომად მიმაჩნია ის, რომ სლოვაკეთმა დაკარგა „მიგ 29“-ები, რომელთა შემცვლელიც იმ დროს არ ჰქონდა. ეს არ იყო „ჯართის გროვა“. დარწმუნებული ვარ, რომ საკუთარი საჰაერო სივრცის დაცვის უზრუნველყოფის შესაძლებლობა ნებისმიერი ქვეყნის სუვერენიტეტის ნიშანია. არცერთი სხვა ქვეყანა არ მოქცეულა ისე, რომ საკუთარი იარაღის გადაცემის შემდეგ მხოლოდ მეზობლების მხრიდან დახმარებაზე ორიენტირებული ყოფილიყო. სლოვაკეთის პრეზიდენტის რანგში მე არ მივიღებ მონაწილეობას პოლიტიკურ დავებში, რომლებიც ბოლო დღეებში ავიაგამანადგურებლების ჩუქების გარშემო წარმოიშვა. თუმცა სლოვაკეთის ხალხს უფლება აქვს იცოდეს, ჰქონდა თუ არა მაშინდელ მთავრობას უფლება, რომელიც პარლამენტის ნდობის გარეშე მართავდა ქვეყანას, ჩვენი „მიგ-29“-ები უკრაინისთვის ეჩუქებინა“, – განაცხადა პელეგრინიმ.

