იაპონიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები დილის 07:00-ზე გაიხსნა და საღამოს 20:00 საათზე დაიხურება.
გამოკითხვის მიხედვით, იაპონიის პრემიერ-მინისტრის, სანაე ტაკაიჩის კონსერვატიულ კოალიციას შეუძლია, ქვედა პალატაში 465 ადგილიდან 300-ზე მეტი მოიპოვოს.
ამასთან, ვარაუდობენ, რომ ძლიერი თოვლი ამომრჩეველთა აქტივობაზე გავლენას მოახდენს.
დილის 11:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 7.17 პროცენტს შეადგენდა, რაც 3.26 პროცენტული პუნქტით ნაკლებია 2024 წლის არჩევნების ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
იაპონიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ თუ პარტია უმრავლესობას ვერ მოიპოვებს, თანამდებობას დატოვებს.
ცნობისთვის, იაპონიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე სანაე ტაკაიჩი 2025 წლის 21 ოქტომბერს აირჩიეს.

