უკრაინელებმა უარი უნდა თქვან მოთხოვნაზე, რომ ბრიუსელმა უნგრეთს რუსული იაფი გაზის მიწოდება შეუწყვიტოს, ვიდრე უკრაინა ამას აკეთებს, ვფიქრობ, ის ჩვენი მტერია – აღნიშნულის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
“ახლა ჩემი პოზიციაა, რომ უკრაინელები არ უნდა შევიდნენ ევროკავშირში. მე უნგრელებს ვეუბნები, რომ ჩვენ არ უნდა გვინდოდეს მათთან ერთად სამხედრო ან ეკონომიკური ალიანსის წევრობა, რადგან ეს პრობლემებს გამოიწვევს, ორგვარ პრობლემას. პირველი – ისინი ომში ჩაგვითრევენ. ეს სიმართლედ რჩება მაშინაც, თუ სამშვიდობო შეთანხმება დაიდება. ვის შეუძლია, გარანტია მოგვცეს, რომ ერთი წლის, ორი წლის შემდეგ ომი აღარ იქნება იმავე ფორმით? არავის შეუძლია ამის გარანტირება. ჩვენ წევრები თუ ვიქნებით, ისინი ომში ჩაგვითრევენ, ამიტომ უკრაინელები არ უნდა შევიდნენ ევროკავშირში უახლოეს მომავალში. ისინი წარმოადგენენ ჩვენთვის ომის მუდმივ საფრთხეს, ვინაიდან ნებისმიერ დროს შეიძლება, წარმოიშვას რუსეთ-უკრაინის ახალი კონფლიქტი და ჩვენც ჩავერთებით ამ კონფლიქტში, რომელთანაც არაფერი გვაქვს საერთო; მეორე პრობლემა იქნება, თუ უკრაინელებს შემოვუშვებთ. ფერმერები, ჩვენი ადგილობრივი მწარმოებლები უკვე წუწუნებენ იქიდან შემოსული მიგრანტების გამო. გაცილებით მარტივი რეგულაციებით წარმოებული, უფრო დაბალი ხარისხის, მაგრამ იაფი პროდუქტები უკვე გამოწვევაა უნგრეთის სოფლის მეურნეობისთვის“ – აღნიშნა ორბანმა.

