აშშ-თან მოლაპარაკების მეორე რაუნდის თარიღი არ არსებობს, თუმცა ორივე მხარე მიიჩნევს, ის რაც შეიძლება მალე უნდა გაიმართოს, მზად ვართ, სამართლიანი და ყოვლისმომცველი შეთანხმების მისაღწევად – აღნიშნულის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა.
“ამჟამად მოლაპარაკების მეორე რაუნდის თარიღი არ არსებობს, თუმცა ორივე მხარე მიიჩნევს, რომ მეორე რაუნდი რაც შეიძლება მალე უნდა გაიმართოს. ჩვენ მზად ვართ, რაც შეიძლება სწრაფად ჩავერთოთ მოლაპარაკებებში სამართლიანი და ყოვლისმომცველი შეთანხმების მისაღწევად. ჩემი აზრით, მომდენო რაუნდს უახლოეს დღეებში ვიხილავთ. მოლაპარაკებების ფორმატს მნიშვნელობა არ აქვს, მნიშვნელოვანია მოლაპარაკებების შინაარსი. ჩვენი ამჟამინდელი გადაწყვეტილებაა მოლაპარაკებების არაპირდაპირი გზით წარმართვა. მოლაპარაკებები თუ კარგად წარიმართება და თუ სერიოზულობას ვიგრძნობთ მეორე მხარის განზრახვების მიმართ, შეგვიძლია, გადავხედოთ ამ გადაწყვეტილებას“ – განაცხადა არაღჩიმ.

