ახალი ამბები მთავარი

ზამთრის ოლიმპიადის ტრიბუნა საუკეთესო ადგილი არ არის ქვეყნებს შორის ურთიერთობის დასალაგებლად, მაგრამ რამე ხეირიანს თუ ჩამოიტანენ, მხოლოდ მივესალმები – იაგო ხვიჩია

ზამთრის ოლიმპიადის ტრიბუნა საუკეთესო ადგილი არ არის ქვეყნებს შორის ურთიერთობის დასალაგებლად, მაგრამ რამე ხეირიანს თუ ჩამოიტანენ, მხოლოდ მივესალმები – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

“მგონი, ზამთრის ოლიმპიადის ტრიბუნა საუკეთესო ადგილი არ არის ქვეყნებს შორის ურთიერთობის დასალაგებლად, თუმცა რამე ხეირიანს თუ ჩამოიტანენ, მხოლოდ მივესალმები. როგორც ჩანს, ცოტა სკეპტიკური ვარ, ხელისუფლების წარმომადგენლებისგან განსხვავებით. არსებული მიმართულებით, როგორც მივდივართ ისე, არ ველოდები გაუმჯობესებას.

ნაკლებად მგონია, ამერიკის მსგავს ქვეყნებს ინტერესი ჰქონდეთ, რომ ჩვენ დაგვჩაგრონ. როგორც ჩვენი ხელისუფლების დამოკიდებულებაა დასავლეთთან მიმართებით, აქ, სამწუხაროდ, ნაკლებად ველოდები ურთიერთობების გაუმჯობესებას. ზოგადად „ქართული ოცნების“ დამოკიდებულებაა, რომ მათ არ აქვთ განსაკუთრებული ინტერესი დასავლეთის ქვეყნებთან, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის გაუმჯობესების და ამის შესახებ ფაქტობრივად ღიადაც ლაპარაკობენ, მათ რიტორიკას რომ დავაკვირდეთ“, – განაცხადა ხვიჩიამ.

იტვირთბა....