ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

აშშ-სა და ირანს შორის ომანში გამართული მოლაპარაკებები კარგი დასაწყისი იყო და გაგრძელდება – აბას არაღჩი

აშშ-სა და ირანს შორის ომანში გამართული მოლაპარაკებები კარგი დასაწყისი იყო და გაგრძელდება – ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის აბას არაღჩის განცხადებით, აშშ-სთან ბირთვულ საკითხზე მოლაპარაკებები, ომანის შუამავლობით, კარგი დასაწყისი იყო და გაგრძელდება – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

“ეს მოლაპარაკებების კარგი დასაწყისი იყო და მოლაპარაკებების გაგრძელებასთან დაკავშირებით შეთანხმება არსებობს. კოორდინაცია, თუ როგორ უნდა წარიმართოს პროცესი, დედაქალაქებში გადაწყდება. თუ ეს პროცესი გაგრძელდება, ვფიქრობ, ურთიერთგაგების კარგ ჩარჩოს მივაღწევთ“ – აღნიშნა ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

იტვირთბა....