ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მზად ვართ, ევროსაბჭოს გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება უცხოურ გავლენასთან ბრძოლის მიმართულებით – ირაკლი კობახიძე

მზად ვართ, ევროსაბჭოს გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება უცხოურ გავლენასთან ბრძოლის მიმართულებით – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

“ჩვენ მოხარული ვართ, რომ ასეთი ინტერესი აქვს ევროსაბჭოს – საქართველოს რეალურად აქვს ერთ-ერთი საუკეთესო გამოცდილება უცხოურ გავლენასთან ბრძოლის მიმართულებით, თქვენ იცით, რომ გამჭვირვალობის კანონი ემსახურერბოდა ზუსტად ამ მიზანს და შემდგომი კანონმდებლობაც ემსახურება ზუსტად ამ მიზანს. რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ, ევროსაბჭოს გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება უცხოურ გავლენასთან ბრძოლის მიმართულებით“.- განაცხადა კობახიძემ.

გარდა ამისა, კობახიძემ ისაუბრა „გრანტების შესახებ“ და რიგ კანონებში დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებზე და განაცხადა, რომ „იყვნენ კონკრეტული „ენჯეოები“, რომლებსაც არ უნდოდათ, რქმეოდათ უცხოური ძალის გავლენის წარმომადგენლები და ამ დროს პირდაპირ უცხოურ ძალებად დარეგისტრირდნენ, მაგალითად ესტონეთში და კანონპროექტი, რომელიც დაინიცირდა, არსებითად ემსახურება ამ გვერდის ავლის მექანიზმების განეიტრალებას“.

იტვირთბა....