გაცხადებული გვაქვს მკაფიო სურვილი, განახლდეს სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-თან სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით, სადაც ასახული იქნება ორივე მხარის ინტერესები – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა მილანში ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ ყაველაშვილსა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ, ჯეი დი ვენსს შორის გამართულ საუბარს.
“ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს კომუნიკაცია შედგა. ჩვენ გვაქვს გაცხადებული ძალიან მკაფიო სურვილი, რომ განახლდეს სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და გვინდა, ეს პარტნიორობა განახლდეს სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით, სადაც ასახული იქნება ორივე მხარის ინტერესები და პრინციპები. ჩვენ მოთმინებით ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს ამ მიმართულებით” – განაცხადა კობახიძემ.

