ახალი ამბები მთავარი

ნახეთ, აშშ-ში ან ევროპის ქვეყნებში პოლიციელები როგორ ეპყრობიან მოძალადეებს, ჩვენთან კი, ძალადობრივ ჯგუფებს ახალისებენ – კალაძე

ნახეთ, აშშ-ში ან ევროპის ქვეყნებში პოლიციელები როგორ ეპყრობიან მოძალადეებს, ჩვენთან კი, ძალადობრივ ჯგუფებს ახალისებენ – ასე ეხმაურება  კახა კალაძე კონკურსის, „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2025“-ის ერთ-ერთ ნომინაციაში ონლაინ გამოცემა „პუბლიკისთვის“ პრიზის მინიჭების საკითხს.

“ჩვენ არაერთი განცხადება გაგვიკეთებია, რომ ქვეყანაში ძალადობრივ ჯგუფებს პირდაპირ გარედან ახალისებდნენ. ამაში ჩართულნი იყვნენ ევროპული ქვეყნების წარმომადგენლები, სხვადასხვა თანამდებობის პირები, ელჩები, რაც ძალიან სამწუხაროა. ჩვენ მაშინაც ვაცხადებდით, რომ არავის დაუგმია აღნიშნული ძალადობა, პირიქით მუდმივად ახალისებდნენ. ნახეთ ამერიკის შეერთებულ შტატებში ან ევროპის ქვეყნებში პოლიციელები როგორ ეპყრობიან მოძალადეებს, ვინც ანგრევენ, ამტვრევენ, ძალადობენ პოლიციელებზე და მათ შესაბამის პასუხს სცემენ. ჩვენთან კი, ძალადობრივ ჯგუფებს ახალისებენ, რაც ძალიან მძიმე და წარმოუდგენელია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

იტვირთბა....