ახალი ამბები მთავარი მსოფლიო ციტატა

ირანთან ძალიან კარგი მოლაპარაკებები გვქონდა, ირანს ძალიან სურს შეთანხმების დადება – ტრამპი

ირანთან ძალიან კარგი მოლაპარაკებები გვქონდა, ირანს ძალიან სურს შეთანხმების დადება – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

მისი თქმით, ირანის პოზიცია ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებით უფრო ხელსაყრელია, ვიდრე გასული წლის ივნისის 12-დღიანი ომის წინ იყო.

“ირანთან დაკავშირებით ძალიან კარგი მოლაპარაკებები გვქონდა. როგორც ჩანს, ირანს ძალიან სურს შეთანხმების დადება, მაგრამ უნდა ვნახოთ, რა იქნება ეს შეთანხმება“ – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.

იტვირთბა....