აშშ-ში შეხვედრები ლამის კორიდორებში მიდის, ხვდებიან ძალიან დაბალი რანგის წარმომადგენლებს და რას უნდა ველოდოთ, რა გადატვირთვაზეა საუბარი? – აღნიშნულის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.
“აშშ-ში შეხვედრები ლამის კორიდორებში მიდის, იმის იქით არა, კორიდორებში ხვდებიან ძალიან დაბალი რანგის წარმომადგენლებს. მაშინ როდესაც ჯერ კიდევ 4 წლის წინ სახელმწიფო მდივნებს და ვიცე-პრეზიდენტს პირადად ვმასპინძლობდით ამ ქვეყანაში, ვიზიტები უმაღლეს დონეზე იყო და, ზოგადად იყო სტრატეგიული ურთიერთობა საქართველოსა და ამერიკას შორის. დღეს გვაქვს ვითარება, როდესაც საქართველოსთან სტრატეგიული ურთიერთობა საერთოდ არ არსებობს, გაწყვეტილია ყველანაირი ურთიერთობა. ჩვენი მეზობლები – სომხეთი და აზერბაიჯანი მაქსიმალურად ცდილობენ, გამოიყენონ შეცვლილი გეოპოლიტიკური ვითარება და ვხედავთ, ფაქტობრივად პირადად მეგობრობენ, შეიძლება ითქვას, ამერიკის შეერთებულ შტატებთან. მარტო ხელის ჩამორთმევა აღარ არის, ეს არის უკვე სერიოზული პარტნიორული ურთიერთობა და დღე-დღეზე ელოდებიან ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტს. და ჩვენ, „მადამ ტუსოს“ მუზეუმში თუ შევა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და იქ ტრამპის ცვილის ფიგურას თუ ჩამოართმევს ხელს და ამას სინამდვილედ თუ გაასაღებს, თორემ რეალურად იქ რომ არანაირი ხელშესახები შედეგი არ იქნება, სამწუხაროდ, ფაქტია“ – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

