ახალი ამბები მთავარი

მსოფლიოში გამოწვევაა უცხოური ძალების მოქმედება სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკაში, ჩვენ ჩვენი ქვეყანა გვადარდებს, სადაც მრავლად არის დიდი თუ პატარა ქვეყნების ინტერესები – გურამ მაჭარაშვილი

მსოფლიოში გამოწვევაა უცხოური ძალების მოქმედება სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკაში, ჩვენ ჩვენი ქვეყანა გვადარდებს, სადაც მრავლად არის დიდი თუ პატარა ქვეყნების ინტერესები – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

“მთელ მსოფლიოში პრობლემაა და გამოწვევად რჩება უცხო ქვეყნიდან უცხოური ძალების და თანხების მოქმედება სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკაში. ჩვენ ჩვენი ქვეყანა გვადარდებს, სადაც მრავლად არის დიდი თუ პატარა ქვეყნების ინტერესები. ამ მიზნების მისაღწევად არეულობის მოწყობის მცდელობებიც ვნახეთ. ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში პასუხისმგებლობას უნდა იწვევდეს არეულობა, დესტაბილიზაცია, არაღიარება და ა.შ. გერმანიის მაგალითი ავიღოთ. მათი ცნობილი ფრაზაა, ეს ის არ არის, რაც თქვენ გგონიათო, მაგრამ ეს გაცვდა. როგორ გვგონია? გერმანიაში მიმდინარეობა იყო, რომელიც გერმანელებს მოუწოდებდა, რომ გერმანული სახელმწიფო ინსტიტუტი არ ეღიარებინათ, რადგან ამ მიმდინარეობას თავად ჰყავდა მეფე, საკანონმდებლო ორგანო და ა.შ. ამ მიმდინარეობას ათასობით მომხრე ჰყავდა. გერმანიაში ასეთი მიმდინარეობა აიკრძალა. სამი წლის წინ ვამბობდით, რომ „გამჭვირვალობის კანონი“ უცხო ძალების დაცვისგან გვჭირდებოდა, ახლაც მართლები აღმოვჩნდებით და ვამბობთ, რომ ეს ცვლილებებიც გვჭირდება“ – განაცხადა მაჭარაშვილმა.

იტვირთბა....