თსუ-ში რექტორის არჩევნები ხელისუფლების ჩარევის გარეშე ვერ ჩაივლის – ამის შესახებ თსუ-ს ამჟამინდელმა რექტორმა ვლადიმერ პაპავამ ჟურნალისტებთან განაცხადა:
„რექტორის არჩევნები იმიტომ არ ჩაივლის ჩარევის გარეშე, რომ დაინტერესება უნივერსიტეტის ბედით არის საკმაოდ დიდი, ხოლო პოლიტიკური კულტურა ქვეყანაში დაბალია. ეს იმიტომაა, რომ მხოლოდ 25 წელია დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ და აქედან ძლივს ვისწავლეთ და მხოლოდ ერთხელ ჩავატარეთ მშვიდობიანად საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები. ამასთან, ჩემი ოცნებაა, რომ ასევე მშვიდობიანად ჩატარდეს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები. როცა ქვეყანაში დაბალი პოლიტიკური კულტურაა, ნუ გაგვიკვირდება ნურაფერი და სწორედ ამიტომ ვაკეთებ ამ დასკვნას“, – განაცხადა ვლადიმერ პაპავამ.