ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

აზერბაიჯანი შეშფოთებულია რეგიონში არსებული ვითარებით და მზადაა, მხარდაჭერა გაუწიოს დაძაბულობის დეესკალაციას – ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანი შეშფოთებულია რეგიონში არსებული ვითარებით და მზადაა, მხარდაჭერა გაუწიოს დაძაბულობის დეესკალაციას – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა.

მან ირანის ისლამური რესპუბლიკის დელეგაცია მიიღო, რომელსაც თავდაცვისა და შეიარაღებული ძალების ლოჯისტიკის მინისტრი აზიზ ნასირზადე ხელმძღვანელობდა – ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

ალიევის განცხადებით, ომები და კონფლიქტები დღესაც გრძელდება მსოფლიოს მრავალ ნაწილში, თუმცა აზერბაიჯანის ინიციატივით, სამხრეთ კავკასიაში უკვე დამყარდა მშვიდობა. მისივე თქმით, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს ირანისთვის, რომელიც ესაზღვრება როგორც აზერბაიჯანს, ასევე სომხეთს.

იტვირთბა....