აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

“სალომე ზურაბიშვილი არის თვითმარქვია ექსპრეზიდენტი, საზღვარგარეთაც, ალბათ, შტანდარტით დადის, დაკეცავს და მიაქვს ხოლმე – „ჰოლივუდის“ თუ არა, „ბოლივუდის“ ფილმი მოუხდებოდა ამ მდგომარეობას” – შალვა პაპუაშვილი 

სალომე ზურაბიშვილი ჩვეულებრივი პოლიტიკური თაღლითია, რომელიც ამბობს, რომ არის საქართველოს პრეზიდენტი, – ამის შესახებ , შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან განაცხადა, ეს არის აბსურდი, რომელსაც „ჰოლივუდის“ თუ არა, „ბოლივუდის“ ფილმი ნამდვილად მოუხდებოდა.

სალომე ზურაბიშვილი არის თვითმარქვია ექსპრეზიდენტი, რომელიც დადის შტანდარტით. საზღვარგარეთაც თუ დააქვს, არც ვიცი, ალბათ, დაკეცავს და მიაქვს ხოლმე. ამ შტანდარტით დადის. ჩვეულებრივი პოლიტიკური თაღლითია, რომელიც ამბობს, რომ არის საქართველოს პრეზიდენტი. საერთოდ, კომიკური მდგომარეობაა. ეს ყველაფერი რომ ჩაივლის, ალბათ, ერთი ფილმი უნდა გადაიღონ ამაზე, როგორ ზის საქართველოში ადამიანი და ამბობს, რომ პრეზიდენტია. სხვათა შორის, კახელებმა იციან ეს ისტორია, ადამიანმა თავი როგორ გამოაცხადა მეფედ. პრეფექტების პერიოდი იყო და თავი გამოაცხადა: მეფე ვარო… ვეზირები ჰყავდა“ – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი შეფასებით, აბსურდია, როდესაც სალომე ზურაბიშვილს ლეგიტიმურად აღიარებენ.

„არათუ აბსურდთან, ფსიქოლოგიურ მდგომარეობასთან გვაქვს საქმე, რასაც ვაკვირდებით. სინამდვილეში, ამაზე უნდა გვეცინებოდეს, მაგრამ როგორ გაიცინებ, როდესაც ხედავ, რომ ევროპაში არსებობს ხალხი, ვამბობთ, რომ ამ ოჯახის წევრი გვინდა ვიყოთ, იმ ოჯახიდან გამოდიან ადამიანები და ამბობენ, რომ ეს არის ნამდვილი პრეზიდენტი აი, ამ აბსურდს ვუყურებთ. „ჰოლივუდის“ თუ არა, „ბოლივუდის“ ფილმი ნამდვილად მოუხდებოდა ამ მდგომარეობას“ – განაცხადა პაპუაშვილმა.

იტვირთბა....