აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

ირანმა სპარსეთის ყურეში კონტრაბანდის ბრალდებით ორი ნავთობტანკერი დააკავა

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა სპარსეთის ყურის წყლებში “საწვავის კონტრაბანდის” გამო ორი ნავთობტანკერი დააკავა. ინფორმაციას ირანული სამთავრობო მედია Tasnim ავრცელებს.

ამ ეტაპზე უცნობია თუ რომელი დროშის ქვეშ ცურავდნენ ტანკერები და რა ეროვნების არიან ეკიპაჟის წევრები, თუმცა, ირანული მედიის ცნობით ისინი უცხოელები არიან.

ირანის რევოლუციური გვარდიის წევრებმა სპარსეთის ყურის წყლებში ორი ნავთობტანკერი დააკავეს უცხოელი ეკიპაჟებით, რომლებიც „საწვავის კონტრაბანდისთვის“ იყვნენ მიმაგრებულნი, იტყობინება Tasnim-ი.

მანამდე, 3 თებერვალს ბრიტანული საზღვაო უსაფრთხოების კომპანია Vanguard Tech-მა გაავრცელა ცნობა, რომ აშშ-ს დროშის ქვეშ მცურავ ტანკერს ჰორმუზის სრუტეში ირანული საარტილერიო ნავები მიუახლოვდნენ და დაემუქრნენ.

მოგვიანებით კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკელმა სამხედროებმა არაბეთის ზღვაში ირანული დრონი ჩამოაგდეს, რომელიც ავიამზიდ USS Abraham Lincoln-ს უახლოვდებოდა.

იტვირთბა....