აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

“მნიშვნელოვანია, რომ ევროპულ ბიუროკრატიაში შექმნილ ვითარებას საერთაშორისო შეფასება ეძლევა, ევროპაში დღეს ყველა მიმართულებით არის სერიოზული უკუსვლა” – ირაკლი კობახიძე

მნიშვნელოვანია, როდესაც საერთაშორისო შეფასება ეძლევა კონკრეტულ ვითარებას, რომელიც არის შექმნილი ევროპულ ბიუროკრატიაში, კონკრეტულად, არჩევნებში ჩარევის კუთხით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დუბაიში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ყველამ საკუთარი თვალით იხილა, როგორ ერეოდა ევროპული ბიუროკრატია საქართველოში 2024 წლის არჩევნებში.

„მნიშვნელოვანია, როდესაც საერთაშორისო შეფასება ეძლევა კონკრეტულ ვითარებას, რომელიც არის შექმნილი ევროპულ ბიუროკრატიაში, კონკრეტულად, არჩევნებში ჩარევის კუთხით. ამის შესახებ ქართულ საზოგადოებას დიდი ხანია, აქვს ინფორმაცია. ყველამ საკუთარი თვალით იხილა, როგორ ერეოდა ევროპული ბიუროკრატია 2024 წლის არჩევნებში. ასევე, 2020-2021 წლებში, როგორ ერეოდა არჩევნების არაღიარების პროცესში. ეს არის ძალიან უხეში პრაქტიკა, რაც უნდა გამოსწორდეს. თავის დროზე ევროპა გამოირჩეოდა დემოკრატიის და სამართლის უზენაესობის მაღალი ხარისხით, სათანადო პრინციპები იყო დაცული. დღეს ყველა მიმართულებით არის სერიოზული უკუსვლა, რაზეცაა ყურადღება გამახვილებული ამერიკულ დოკუმენტში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიულმა კომიტეტმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვითაც, „ევროკომისია კვლავ ერთგულია ცენზურის მიმართ, მიზანში იღებს კონსერვატიულ კონტენტს და ერევა არჩევნებში მთელ ევროპაში“. ამის შემდეგ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიულ კომიტეტში გაიმართა მოსმენა სახელწოდებით: „ევროპული საფრთხე ამერიკაში სიტყვის თავისუფლებისა და ინოვაციისთვის: ნაწილი 2“. მოსმენას უძღვებოდა კონგრესმენი ჯიმ ჯორდანი, რომელმაც განაცხადა: „ევროკომისია ცდილობს გამოხატვის თავისუფლების ცენზურას და არჩევნებში ჩარევას მთელ მსოფლიოში, ახლა ევროპელები ცდილობენ, დამალონ ის, რასაც აკეთებენ“.

იტვირთბა....