სასამართლომ 2024 წელს, გოლფის მოედანზე დონალდ ტრამპის მოკვლის მცდელობაში ბრალდებულს, 59 წლის რაიან რუთს სასამართლომ უვადო პატიმრობა შეუფარდა.
რაიან უესლი რუთი ფლორიდის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ 23 სექტემბერს სცნო დამნაშავედ.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, როუთმა გადაწყვეტილების მოსმენის შემდეგ თავის დაჭრა კისრის არეში კალმით სცადა, რის გამოც მას სასამართლოს დარბაზი იძულებით დაატოვებინეს.
ნაფიც მსაჯულებმა როუთი ასევე დამნაშავედ ცნეს საიდუმლო სამსახურის აგენტზე თავდასხმასა და ცეცხლსასროლ იარაღთან დაკავშირებული სამი ფედერალური მუხლით წაყენებულ ბრალდებაში. როუთი, რომელსაც სამუდამო პატიმრობა ემუქრება, ბრალს არ აღიარებს.
როუთის ვერდიქტს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ზე გამოეხმაურა:
“ძალიან დიდი მომენტი ამერიკაში სამართლიანობისთვის!” – დაწერა მან.

