აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს

რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს, – ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„5 თებერვალს, კიევის რეჟიმის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან 157 რუსი სამხედრო მოსამსახურე დაბრუნდა. სანაცვლოდ, მათ უკრაინის შეიარაღებული ძალების 157 სამხედრო ტყვე გადაეცათ“, – აცხადებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამხედრო ტყვეების გაცვლა არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და აშშ-ის შუამავლობით მოხდა.

შეგახსენებთ, მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ აბუ-დაბიში გამართული მოლაპარაკებების ფარგლებში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციები 314 პატიმრის გაცვლის შესახებ შეთანხმდნენ.

იტვირთბა....