აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

“სი ძინპინმა ტრამპს განუცხადა, რომ აშშ-მა წინდახედულება უნდა გამოიჩინოს ტაივანისთვის შეიარაღების მიწოდებისას” – ბიბისი

სი ძინპინმა ტრამპს განუცხადა, რომ აშშ-მა წინდახედულება უნდა გამოიჩინოს ტაივანისთვის შეიარაღების მიწოდებისას, – ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, ჩინეთის ლიდერმა დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრისას ჩინეთისა და აშშ-ის ურთიერთობებში ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად ტაივანი დაასახელა.

სი ძინპინმა მოუწოდა აშშ-ს, წინდახედულება გამოიჩინოს ტაივანისთვის შეიარაღების მიწოდებისას. მისივე თქმით, პეკინი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ვაშინგტონთან კავშირებს და იმედი გამოთქვა, რომ მხარეები განსხვავებების გადასაჭრელად გზებს გამონახავენ.

სი ძინპინმა ტაივანს „ჩინეთის ტერიტორია“ უწოდა და თქვა, რომ „ჩინეთმა უნდა დაიცვას სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა“.

ჩინეთის ლიდერის თქმით, ტაივანის დამოუკიდებლობის მხარდაჭერის მცდელობები „დააჩქარებდა ტაივანის სრუტეში სახიფათო და ძალადობრივი სიტუაციის ზრდას“.

ცნობისთვის, დეკემბერში ტრამპის ადმინისტრაციამ ტაივანისთვის დაახლოებით 11 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღის გაყიდვის შესახებ განაცხადა, რაც მოიცავს რაკეტების გამშვებ დანადგარებს, თვითმავალ ჰაუბიცებს და სხვადასხვა სახის რაკეტებს.

დონალდ ტრამპმა სი ძინპინთან სატელეფონო საუბარს „შესანიშნავი“, „ხანგრძლივი“ და „სიღრმისეული“ უწოდა.

ტრამპის ინფორმაციით, აშშ-ის და ჩინეთის ლიდერებმა საუბრისას ასევე განიხილეს რუსეთის ომი უკრაინაში, არსებული სიტუაცია ირანში, ჩინეთის მიერ ნავთობისა და ბუნებრივი აირის აშშ-ისგან შესყიდვის საკითხები. „ბიბისის“ ცნობით, დონალდ ტრამპი ჩინეთში ვიზიტს აპრილში გეგმავს.

იტვირთბა....