აქტუალური თემა ახალი ამბები

უკრაინამ ასტრახანის ოლქში მდებარე სამხედრო პოლიგონზე იერიში მიიტანა

იანვარში უკრაინის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა რუსეთის ფედერაციის ასტრახანის ოლქში მდებარე სამხედრო პოლიგონზე, სადაც რუსებმა ბალისტიკური რაკეტა ორეშნიკის კომპლექსი განათავსეს, რამდენიმე იერიში მიიტანეს

“2026 წლის იანვრის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებმა ანგარული ტიპის შენობების კომპლექსზე, სადაც საშუალო სიშორის კონტინენტთაშორისო ბალისტიკურ რაკეტებს გასაშვებად ამზადებენ, წარმატებული დარტყმების სერია განახორციელეს. აღნიშნული ობიექტი ასტრახანის ოლქში, პოლიგონ კაპუსტინ იარზე მდებარეობს” – წერს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი სოციალურ ქსელში.

უკრაინელმა სამხედროებმა დარტყმები უკრაინული წარმოების შორი მოქმედების საშუალებების გამოყენებით მიიტანეს, მათ შორის FP-5 ფლამინგოს-ს ტიპის ფრთოსანი რაკეტის მეშვეობით.

“არსებული ინფორმაციის თანახმად, პოლიგონის ტერიტორიაზე რამდენიმე შენობამ სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო, ერთ-ერთი ანგარი მნიშვნელოვნად დაზიანდა, ხოლო პირადი შემადგენლობის ნაწილი ტერიტორიიდან ევაკუირებულია” – ნათქვამია გენშტაბის განცხადებაში.

იტვირთბა....