ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რაზე ისაუბრეს პუტინმა და პოროშენკომ ტელეფონით

სატელეფონო საუბარი შედგა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტ  პეტრო პოროშენკოს შორის. პუტინის პრესმდივანის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, პრეზიდენტებმა უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის დარეგულირების საკითხი განიხილეს.

ორმა ლიდერმა  უკრაინელი მფრინავის  ნადეჟდა სავჩენკოსა და უკრაინაში დაკავებული რუსეთის 2 მოქალაქის შესახებ ისაუბრა.

პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ როსტოვში უკრაინის გენერალურ კონსულს სავჩენკოს მონახულების საშუალება მიეცემა.

პოროშენკომ პუტინს სავჩენკოსთან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო უკრაინელი ექიმის დაუყოვნებლივ შეშვება მოსთხოვა.

შეგახსენებთ, რომ 6 აპრილს უკრაინელმა მფრინავმა, ნადეჟდა სავჩენკომ მშრალი შიმშილობა გამოაცხადა.

იტვირთბა....